მონაწილეობა

ილიაუნის მეშვიდე სამეცნიერო პიკნიკი 2018 წლის 29 სექტემბერს გაიმართება ვაკის პარკში.არ გამოტოვო შესაძლებლობა გახდე “სამეცნიერო პიკნიკი-2018”-ის მონაწილე!

ვის შეუძლია მონაწილეობა ?

მონაწილეობის მიღება, ტრადიციულად, შეეძლებათ სკოლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამთავრობო უწყებებსა და იმ ინსტიტუციებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მეცნიერების პოპულარიზაციით.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობის მსურველებმა – როგორც ადგილობრივმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ჯგუფებმა,  10 ივნისამდე  უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, რომელშიც დაწვრილებით იქნება მითითებული ინფორმაცია  ორგანიზაციაზე, ასევე ჩასატარებელ აქტივობებსა და შესაბამის საჭიროებეზე.

შეგახსენებთ, რომ აუცილებელია აარჩიოთ თქვენთვის სასურველი მიმართულებიდან (17 მიზანი) ერთ-ერთი და თქვენი აქტივობები მიუსადაგოდ აღნიშნულ მიმართლებას.

კარვებში აქტივობები ჩატარდება 12:00-დან 17:00 საათამდე.

კონკურსის ფარგლებში შეირჩევა განაცხადთა ის ნაწილი, რომელთა სამეცნიერო პროგრამა იქნება:

  • საინტერესო და ინოვაციური;
  • მაქსიმალურად დატვირთული პრაქტიკული ელემენტებით;
  • სახალისო და გამორჩეული;
  • გათვლილი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე;
  • გათვლილი დამთვალიერების აქტივობებში ჩართვასა და დაინტერესებაზე;
  • მარტივად გასაგები და ასახსნელი მონაწილეთათვის;
  • დროით განსაზღვრული, რათა ღონისძიების მანძილზე დატვირთვა კარავზე თანაბრად განაწილდეს.

შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე  sciencepicnic@iliauni.edu.ge

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შემდგარი კომისია განიხილავს თქვენს მონაცემებს და გამოავლენს სამეცნიერო პიკნიკის მონაწილეებს.

სარეგისტრაციო ფორმა

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

 

მნიშნველოვანი თარიღები:

სარეგისტრაციო ფორმის შევსების ბოლო  ვადა : 10.06.2018

შერჩეულ კანდიდატებს დავუკვშირდებით არაუგვიანეს 20.07.2018-ისა

სამეცნიერო პიკნიკი ჩატარდება : 29.09.2018

 

download 3