სამეცნიერო პიკნიკში ყოველწლიურად 100-ზე მეტი მოხალისე სტუდენტი და მოსწავლე მონაწილეობს.
თუ გსურთ, წვლილი შეიტანოთ სამეცნიერო პიკნიკის გამართვაში და გახდეთ სამეცნიერო პიკნიკის საორგანიზაციო გუნდის წევრი, გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა.
სამეცნიერო პიკნიკზე მოხალისეობით თქვენ ხელს შეუწყობთ საქართველოში მეცნიერების პოპულარიზაციას, დაეხმარებით ორგანიზატორებს, შეიძენთ ახალ ნაცნობებს და მიიღებთ საინტერესო გამოცდილებას.
ორგანიზატორები, თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, შესაფერის აქტივობას შემოგთავაზებენ. ჩვენ გვჭირდება სხვადასხვა გამოცდილებისა და ინტერესის მქონე ადამიანები.
თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია!!!
დამატებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელ. მისამართზე: sciencepicnic@iliauni.edu.ge