• 15
  • 9
  • 7
  • 14
  • 11 1
  • 3
  • 1

მეცნიერება გვასწავლის მოსმენას და საუბარს, ავითარებს მოთმინებას. ცნობისმოყვარეობა და პრობლემების გადაჭრის ძიება სწორედ ის უნარებია, რომლებიც კარგ მეცნიერად ჩამოყალიბებაში გვეხმარება.

2012 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის მერიასთან თანამშრომლობით, ყოველწლიურად ატარებს სამეცნიერო პიკნიკს, რომლის მიზანი და ამოცანა მეცნიერების პოპულარიზაცია და თანამედროვე  მიღწევების სახალისო ფორმით წარმოჩენაა.

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოში გამართული პირველი მასშტაბური ღონისძიებაა. ღონისძიება უკვე ტრადიციად იქცა და ყოველ წელს მის ჩატარებას ბევრი ქართველი თუ უცხოელი მოუთმენლად ელოდება.

2019 წლის 28 სექტემბერიდან ღონისძიება განსხვავებული ფორმატითა და აქტივობებით ტარდება. კერძოდ, სამეცნიერო პიკნიკით გვსურს შევუერთდეთ გაერთიანებული ერების 2015 წლის 25 სექტემბერს შემუშავებულ პროექტს „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. პროექტი მოიცავს მდგრადი განვითარების 17 მიზანს.

***

სამეცნიერო პიკნიკის საშუალებით,  გეძლევათ შესაძლებლობა გამოხატოთ მსოფლიოსათვის მნიშვნელოვანი, მდგრადი განვითარების მიზნებისადმი მხარდაჭერა. ასევე, წარუდგინოთ ფართო აუდიტორიას თქვენ მიერ განხორცილებული კვლევები, მიღწევები თუ სიახლეები.

დრო: 2024 წლის 28 სექტემბერს , 12:00-17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, თბილისი

თუ გსურთ გახდეთ ღონისძიების მონაწილე, გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ლინკი  –   სარეგისტრაციო ფორმა

რეგისტრაციის ვადა: 10.09.2024

თქვენთვის საინტერესო კითხვით შეგიძლიათ მოგვართოთ სამეცნიერო პიკნიკის ელექტრონულ მისამართზე: sciencepicnic@iliauni.edu.ge

გელით ყველას!!!

 

მდგრადი განვითარების მიზნები

1:არა სიღარიბეს – სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა.

2:არა შიმშილს – შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა.

3:ჯანმრთელობა და კეთილდღეობა – ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.

4:ხარისხიანი განათლება – ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის.

5:გენდერული თანასწორობა – გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება.

6:სუფთა წყალი და სანიტარია – წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფა.

7: ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია – ხელმისაწვდომი, საიმედო, სტაბილური და თანამედროვე ენერგიის საყოველთაო ხელმისაწვდომობა.

8: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა – სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტიული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის

 9: მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა. – მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა.

10: უთანასწორობის შემცირება ქვეყნებში და ქვეყნებს შორის.

11: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება.

12: მდგრადი, გონივრული მოხმარება და წარმოება

13: კლიმატის მდგრადობის მიღწევა – კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება.

14: წყალქვეშა რესურსები – ოკეანისა და ზღვის რესურსების კონსერვაცია და მუდმივი გამოყენება განვითარებისათვის.

15: დედამიწის ეკოსისტემები – დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.

16: მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციები – მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.

17:თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის –პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.