ილიაუნის მეშვიდე სამეცნიერო პიკნიკი 2024 წლის 28 სექტემბერს გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. არ გამოტოვო შესაძლებლობა გახდე “სამეცნიერო პიკნიკი-2024”-ის მონაწილე!
ვის შეუძლია მონაწილეობა ?
მონაწილეობის მიღება, ტრადიციულად, შეეძლებათ სკოლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამთავრობო უწყებებსა და იმ ინსტიტუციებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მეცნიერების პოპულარიზაციით.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა?
სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობის მსურველებმა – როგორც ადგილობრივმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ჯგუფებმა, 5 სექტემბრამდე უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, რომელშიც დაწვრილებით იქნება მითითებული ინფორმაცია ორგანიზაციაზე, ასევე ჩასატარებელ აქტივობებსა და შესაბამის საჭიროებეზე.
შეგახსენებთ, რომ აუცილებელია აარჩიოთ თქვენთვის სასურველი მიმართულებიდან (17 მიზანი) ერთ-ერთი და თქვენი აქტივობები მიუსადაგოდ აღნიშნულ მიმართლებას.
კარვებში აქტივობები ჩატარდება 12:00-დან 17:00 საათამდე.
კონკურსის ფარგლებში შეირჩევა განაცხადთა ის ნაწილი, რომელთა სამეცნიერო პროგრამა იქნება:
- საინტერესო და ინოვაციური;
- მაქსიმალურად დატვირთული პრაქტიკული ელემენტებით;
- სახალისო და გამორჩეული;
- გათვლილი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე;
- გათვლილი დამთვალიერების აქტივობებში ჩართვასა და დაინტერესებაზე;
- მარტივად გასაგები და ასახსნელი მონაწილეთათვის;
- დროით განსაზღვრული, რათა ღონისძიების მანძილზე დატვირთვა კარავზე თანაბრად განაწილდეს.
შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე sciencepicnic@iliauni.edu.ge
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მნიშნველოვანი თარიღები:
სარეგისტრაციო ფორმის შევსების ბოლო ვადა : 10.09.2024
შერჩეულ კანდიდატებს დავუკვშირდებით არაუგვიანეს 16.09.2024-ისა
სამეცნიერო პიკნიკი ჩატარდება : 28.09.2024
